ქართველი ბოდიბილდერების წარმატება საერთაშორისო ტურნირებზე
ქართველი ბოდიბილდერების წარმატება საერთაშორისო ტურნირებზე

წლევანდელი შემოდგომა ძალზედ ნაყოფიერი აღმოჩნდა საქართველოს ბოდიბილდინგისა და ფიტნესის ეროვნული ნაკრებისთვის –

4 ნოემბერს იტალიის დედაქალაქ რომში ბოდიბილდინგისა და ფიტნესის საერთაშორისო ფედერაციის IFBB-ს ეგიდით გამართულ საერთაშორისო ტურნირზე თამაზ ბოჭორიშვილმა კლასიკური ბოდიბილდინგის კატეგორიაში მოიგო საკუთარი წონა, შემდეგ აბსოლუტური კატეგორია და საბოლოოდ დაეუფლა პრო ქარდსაც, რაც საქართველოს ბოდიბილდინგისა და ფიტნესის ისტორიაში პირველად მოხდა.

იმავე ტურნირზე კლასიკ ფიზიკის კატეგორიაში მეორე ადგილი და ვერცხლის მედალი მოიპოვა ლაშა ილურიძემ ხოლო ტატო ჯოგლიძემ მოიპოვა მესამე ადგილი და ბრინჯაოს მედალი.

6-8 ოქტომბერს ფინეთის ქალაქ ლახტში ბოდიბილდინგისა და ფიტნესის საერთაშორისო ფედერაციის IFBB-ს ეგიდით გამართულ სკანდინავიის თასის საერთაშორისო ტურნირზე ლევან გობეჯიშვილი და ნუცა ზურაბიშვილი გახდნენ ტურნირის ფინალისტები.

2018 წელი საკმაოდ პროდუქტიული გამოდგა საქართველოს ნაკრებისთვის და ეს სახელმწიფო ხელშეწყობის და ფედერაციის სწორი განვითარების შესაბამისი შედეგია.

წყარო – საქართველოს ეროვნული ბოდიბილდინგის, ფიტნესის და ბოდიფიტნესის ფედერაცია