Art-გენის რეგიონული ტურნეს ღონისძიება გურიაში, ეგნატე ნინოშვილის სახლ-მუზეუმში გაიმართება
Art-გენის რეგიონული ტურნეს ღონისძიება გურიაში, ეგნატე ნინოშვილის სახლ-მუზეუმში გაიმართება

ფესტივალი Art-გენი 2018 24 ივნისს რეგიონული ტურნეს ფარგლებში გურიას ესტუმრება.

Art-გენს ლანჩხუთში, სოფელ არჩეულში მდებარე ეგნატე ნინოშვილის სახლ-მუზეუმი უმასპინძლებს.

ფესტივალი 17:00 საათიდან საინტერესო გამოფენებით გაიხსნება. მოეწყობა ქართული საბრძოლო ხელოვნების ფედერაცია „შავფაროსნების“ საჩვენებელი შოუ და ლელო ბურთის თამაში.

ასევე, გაიმართება ფოლკლორული კონცერტი რეგიონული ანსამბლების მონაწილეობით. დღის ბოლოს კი დასკვნით კონცერტს ჯგუფი „ფრანი“ გამართავს.