“არსენალს” უნაი ემერი გაწვრთნის

10:47, 23.05.2018

ლონდონის „არსენალის” ახალი მთავარი მწვრთნელი უნაი ემერი გახდა. ესპანელი სპეციალისტი ამ პოსტზე არსენ ვენგერს შეცვლის, რომელმაც ლონდონურ გუნდში 22 წელი გაატარა.

“ამაყი ვარ გავხდე “არსენალის” ოჯახის ნაწილი”, – დაწერა ემერიმ საკუთარ ოფიციალურ ვებგვერდზე.

გასულ სეზონში ემერი “პარი სენ-ჟერმენში” მუშაობდა და შიდა არენაზე ოთხი ტიტული მოიგო – სუპერთასი, ჩემპიონატი, თასი და ლიგის თასი.

2017-18 წლების სეზონში “არსენალმა” ინგლისის პრემიერლიგაში მეექვსე ადგილი დაიკავა.

მსგავსი