„არსენალს“ მხითარიანი ბაქოში არ მიჰყავს - სომეხი ნახევარმცველი ევროპის ლიგის ფინალს გამოტოვებს
„არსენალს“ მხითარიანი ბაქოში არ მიჰყავს - სომეხი ნახევარმცველი ევროპის ლიგის ფინალს გამოტოვებს

ლონდონის „არსენალის“ ნახევარმცველი ჰენრიხ მხითარიანი გამოტოვებს ევროპის ლიგის ფინალს, რომელიც აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში უნდა გაიმართოს. ამის შესახებ წერს გაზეთი „თაიმსი“ (The Times).

კლუბის ხელმძღვანელობა აპირებს სომხეთის ნაკრების ფეხბურთელი ინგლისის დედაქალაქში დატოვოს და არ იახლოს ბაქოში უსაფრთხოების მოსაზრებებიდან გამომდინარე.

ეს მესამე შემთხვევაა, როცა აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის სამხედრო კონფლიქტის გამო, მხითარიანი ვერ ახერხებს სათამაშოდ აზერბაიჯანში ჩასვლას. უფრო ადრე, „შახტარსა“ და „დორტმუნდში“ თამაშისას, მან ვერ ითამაშა სტუმრად „ყარაბახისა“ და „გაბალას“ წინააღმდეგ.

ევროპის ლიგის ფინალში „არსენალსა“ და „ჩელსის“ შორის 29 მაისს გაიმართება.