„არსენალმა“ ზედიზედ მეხუთედ წააგო ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფში - ჩემპიონთა ლიგა, 1/8-ფინალი, პირველი მატჩი [ვიდეო] #1TVSPORT
„არსენალმა“ ზედიზედ მეხუთედ წააგო ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფში - ჩემპიონთა ლიგა, 1/8-ფინალი, პირველი მატჩი [ვიდეო] #1TVSPORT

ფაქტები

* „არსენალმა“ ბოლო ექვს მატჩში პირველად წააგო. მანამდე ლონდონურ გუნდს ზედიზედ ხუთი მოგება ჰქონდა.

* „არსენალმა“ ზედიზედ მეხუთე მატჩი წააგო ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფში. მანამდე იყო წაგებები 1/8-ფინალში „ბაიერნთან“ (1:5, 1:5) 2016-17 წლების სეზონში და „ბარსელონასთან” (0:2, 1:3) 2015-16 წლების სეზონში.

* გალენოს მიმდინარე ჩემპიონთა ლიგის ექვს მატჩში ხუთი გოლი და ოთხი შედეგიანი გადაცემა დაუგროვდა. მან გუნდის გოლების (15) ნახევარზე მეტში მიიღო მონაწილეობა.

* პეპემ ჩემპიონთა ლიგის რეკორდი დაამყარა. 40 წლისა და 360 დღის ასაკში ის გახდა ყველაზე ასაკოვანი ფეხბურთელი, ვისაც ტურნირის პლეი ოფში ძირითად შემადგენლობაში უთამაშია.

 

პორტუ-არსენალი 1:0

გოლი: 1:0 გალენო (90+4)

პორტუ: დიოგო კოშტა – ჟოაო მარიო, ოტავიო, პეპე, ვენდელი (90. ეუშტაკიო) – ნიკო (81. ივან ხაიმე), ვარელა – კონსეისაო (85. ბორხესი), ედოარდო პეპე, გალენო – ევანილსონი (85. ტ. მარტინესი).

არსენალი: რაია – უაითი, სალიბა, გაბრიელი, კივიორი – ოდეგორი, რაისი, ტროსარი (74. ჟორჟინიო) – საკა, მარტინელი, ჰავერტცი.