„არსენალმა“ მეკარე ბერნდ ლენო იყიდა
„არსენალმა“ მეკარე ბერნდ ლენო იყიდა

ლევერკუზენის „ბაიერი“ იუწყება, რომ მეკარე ბერნდ ლენო კარიერას ლონდონის „არსენალში“ გააგრძელებს. გარიგების დეტალები უცნობია. ადრე იტყობინებოდნენ, რომ ლენოს ყიდვას „ნაპოლი“ აპირებდა, მაგრამ „ლევერკუზენმა“ ნეაპოლელების 18-მილიონიანი წინადადება უარყო. როგორც გერმანული პრესა ირწმუნება, „არსენალმა“ 26 წლის მეკარეში 25 მილიონი ევრო გადაიხადა.

ლენო „ლევერკუზენს“ 2011 წელს შეუერთდა და სულ 230 მატჩში მიიღო მონაწილეობა. გასულ სეზონში მან 33 მატჩი ჩაატარა გერმანიის ბუნდესლიგაში და 40 გოლი გაუშვა.