„არსენალმა“ „დორტმუნდის“ მთავარი სკაუტი ერთი მილიონად იყიდა
„არსენალმა“ „დორტმუნდის“ მთავარი სკაუტი ერთი მილიონად იყიდა

დორტმუნდის „ბორუსიას“ მთავარი სკაუტი სვენ მისლინტატი ლონდონის „არსენალში“ გადავიდა სამუშაოდ, – იტყობინება ინგლისური კლუბის პრესსამსახური.

აღნიშნავენ, რომ მისლინტატი სათავეში ჩაუდგება „არსენალის“ სასელექციო სამსახურს. არაოფიციალური ინფორმაციით, ლონდონელებმა ამ ტრანსფერში „დორტმუნდს“ ერთი მილიონი ევრო გადაუხადეს.

მისლინტატის სატრანსფერო გამარჯვებებად მიჩნეულია „ბორუსიაშიპიერ-ემერიკ ობამეიანგის, მატს ჰუმელსის, იაკუბ ბლაშჩიკოვსკის, ნევენ სუბორტიჩის, სვენ ბენდერის, რობერტ ლევანდოვსკისა და უსმან დემბელეს გადასვლები. 45 წლის გერმანელი „ბორუსიაში“ 2009 წლიდან მუშაობდა. მისლინტატის ზედმეტსახელია – „მახვილი თვალი“.