„არსენალმა“ „ანდერლეხტიდან“ ნახევარმცველი შეიძინა #1TVSPORT

17:22, 21.07.2021

ნახევარმცველი ალბერ-მბოიო ლოკონგა „არსენალში“ გადავიდა. ინგლისურმა კლუბმა 21 წლის ახალწვეულთან 2026 წლის ზაფხულამდე გააფორმა კონტრაქტი.

„არსენალმა“ ლოკონგა „ანდერლეხტიდან“ შეიძინა. ადრე იტყობინებოდნენ, რომ ბელგიური კლუბი კომპენსაციის სახით 17.5 მილიონ ევროს მიიღებს.

გასულ სეზონში ბელგიელმა 33 მატჩი ჩაატარა ბელგიის ჩემპიონატში და სამი გოლი გაიტანა.

მსგავსი