„არსენალმა“ 91-ე წუთზე გატანილი გოლით ლისაბონში მოიგო [ვიდეო] #1TVSPORT
ლონდონის „არსენალმა“ ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის პირველ მატჩში სტუმრად ლისაბონში მინიმალური ანგარიშით დაამარცხა „სპორტინგი“. ერთადერთი გოლი 91-ე წუთზე გაბრიელ მარტინელის შესანიშნავი პასის შემდეგ კაი ჰავერტცმა გაიტანა.
ლონდონელებს წლევანდელ ჩემპიონთა ლიგაზე წაგება არ აქვთ – 11 მატჩში 10 მოგება და ერთ ფრე. „არსენალმა“ მხოლოდ ხუთი გოლი გაუშვა და შვიდ მატჩში შეინახა „მშრალად“ საკუთარი კარი.
განმეორებითი მატჩი 15 აპრილს ლონდონში გაიმართება.