„არსენალის“ ფეხბურთელები მკაცრ გაფრთხილებას მიიღებენ (ვიდეო)

ლონდონის „არსენალი“ ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს, რომელშიც ნათქვამია, რომ კლუბის ოთხი ფეხბურთელი მკაცრ გაფრთხილებას მიიღებს. ამის მიზეზი სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეო გახდა, რომელშიც ჩანს, რომ მესუტ ოზილი, პიერ-ემერიკ ობამეიანგი, ალექსანდერ ლაკაზეტი და მატეო გენდუზი, ლონდონის ერთ-ერთ ღამის კლუბში ყოფნისას, ბუშტებიდან აზოტის ოქსიდს სუნთქავენ.

„ფეხბურთელებს კიდევ ერთხელ შევახსენებთ, რომ ისინი კლუბის წარმომადგენლები არიან და მეტი პასუხისმგებლობა მართებთ“, – ნათქვამია „არსენალის“ ოფიციალურ განცხადებაში.

აღსანიშნავია, რომ ვიდეოში ჰენრიკ მხითარიანი და შკოდრან მუსტაფიც ფიგურირებენ, თუმცა მათ არაფერი შეუსუნთქავთ.

აზოტის ოქსიდი, რომელსაც ასევე „სიცილის გაზს“ უწოდებენ, დიდ ბრიტანეთში არალეგალური არ არის, თუმცა, სპეციალისტების აზრით, მისი გამოყენება გარკვეულ რისკებს შეიცავს, განსაკუთრებით – ალკოჰოლთან ერთად.