„არსენალის“ 18 წლის ფორვარდი სეზონის ბომბარდირია თინეიჯერებს შორის
„არსენალის“ 18 წლის ფორვარდი სეზონის ბომბარდირია თინეიჯერებს შორის

ლონდონის „არსენალის“ ფორვარდი გაბრიელ მარტინელი TOP5 ქვეყნების ჩემპიონატების საუკეთესო ბომბარდირია თინეიჯერებს შორის, – იტყობინება გაზეთი „სანი“.

18 წლის ბრაზილიელმა ინგლისის ლიგის თასის მერვედფინალში „ლივერპულს“ ორი გოლი გაუტანა, რითაც მიმდინარე სეზონში თავისი გოლების რიცხვი შვიდამდე აიყვანა.

ზაფხულში „არსენალმა“ ბრაზილიის „იტუანოს“ ექვსი მილიონი ევრო გადაუხადა მარტინელის ტრანსფერში, მაგრამ ამ ფეხბურთელის გადასვლა პრაქტიკულად შეუმჩნეველი დარჩა ლონდონური კლუბის სარეკორდო ტრანსფერის ფონზე – ნიკოლა პეპეს 72 მილიონ ფუნტად შეძენა „ლილიდან“. ამასთან, პეპეს მიმდინარე სეზონში მხოლოდ სამი გოლი აქვს გატანილი.

თინეიჯერებს შორის მეორე ადგილზე გოლების რაოდენობით „დორტმუნდის“ შემტევი ჯეიდონ სანჩოა – ოთხი გოლი.