„არსენალი“ მზად არის იოზილი „ბარსელონაში“ გაუშვას
„არსენალი“ მზად არის იოზილი „ბარსელონაში“ გაუშვას

ლონდონის „არსენალის“ ნახევარმცველი მესუთ იოზილი აპირებს კარიერა „ბარსელონაში“ გააგრძელოს, – იტყობინება გამოცემა Diario Sport. მისი ცნობით, გერმანელი ფეხბურთელის აგენტი უკვე შეხვდა ესპანური გუნდის წარმომადგენლებს და მოლაპარაკებები გამართა.

როგორც ირკვევა, „არსენალი“ მზად არის, შეელიოს იოზილს, თუ „ბარსელონა“ ფეხბურთელის სანაცვლოდ მისაღებ თანხას გადაიხდის. იქამდე, ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ „ბარსელონას“ მთავარი სამიზნე „ლივერპულის“ ნახევარმცველი ფილიპე კოუტინიოა.

მიმდინარე სეზონში იოზილმა ინგლისის ჩემპიონატში 13 მატჩი ჩაატარა, ორი გოლი გაიტანა და ხუთი საგოლე გადაცემა შეასრულა.