„არსენალი“ კოუტინიოს იჯარით აყვანას აპირებს

12:21, 04.08.2019

„ბარსელონას“ ნახევარმცველმა ფილიპე კოუტინიომ, შესაძლოა, კარიერა „არსენალში“ გააგრძელოს. ლონდონელები აპირებენ, ბრაზილიელი იჯარით აიყვანონ და ერთი წლის შემდეგ გამოსყიდვის უფლებაც ჰქონდეთ, – წერს „ბიინ სპორტსი“ (beIN Sports).

მხარეები მალე გამართავენ მოლაპარაკებებს. ადრე ესპანურ პრესაში დაიწერა, რომ კატალონელებს სურთ 27 წლის ფეხბურთელში 120 მილიონი ევრო აიღონ.

გასულ სეზონში ფილიპე კოუტინიომ 54 მატჩი ჩაატარა „ბარსელონას“ შემადგენლობაში, 11 გოლი გაიტანა და ხუთი შედეგიანი პასი შეასრულა.

მსგავსი