არსენ ვენგერს ფიფაში მუშაობა შესთავაზეს
არსენ ვენგერს ფიფაში მუშაობა შესთავაზეს

ლონდონის არსენალის მთავარ მწვრთნელს არსენ ვენგერს სამუშაო შესთავაზეს ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციაში (ფიფა).

გაზეთ ლე პარიზიენის (Le Parisien) ინფორმაციით, ფიფას სურს ფრანგს ტექნიკური განვითარების განყოფილების ხელმძღვანელობა ჩააბაროს. მის მოვალეობაში იქნება მუშაობა ფეხბურთის წესების შეცვლაზე და ტექნიკური ინოვაციების შემოღება თამაშისა და მსაჯობის მიმართულებით.

69 წლის სპეციალისტს ჯერ არ გაუცია პასუხი ამ შეთავაზებაზე.