არსენ ვენგერის ინიციატივით, ფიფა მსოფლიო ჩემპიონატის ორ წელიწადში ერთხელ გამართვის ფორმატს განიხილავს #1TVSPORT
არსენ ვენგერის ინიციატივით, ფიფა მსოფლიო ჩემპიონატის ორ წელიწადში ერთხელ გამართვის ფორმატს განიხილავს #1TVSPORT

ფიფა-ს გლობალური ფეხბურთის განვითარების ხელმძღვანელი და „არსენალის“ ყოფილი მთავარი მწვრთნელი არსენ ვენგერი საინტერესო ინიციატივით გამოდის.

ვენგერს მიაჩნია, რომ აუცილებელია უფრო ხშირად ტარდებოდეს საკონტინენტთაშორისო ტურნირები, პირველ რიგში კი მსოფლიო ჩემპიონატი, რომელიც უდიდეს ინტერესს იწვევს და ფეხბურთის განვითარების მთავარი მამოძრავებელი ძალაა.

„არსენალის“ ლეგენდერული მწვრთნელი ფიქრობს, რომ ამხანაგური მატჩებისა და სხვა ნაკლებად მნიშვნელოვანი ტურნირების შემცირებით, შესაძლებელია, რომ მსოფლიო ჩემპიონატი ორ წელიწადში ერთხელ გაიმართოს და თან იმის გათვალისწინებით, რომ ფეხბურთელებს დატვირთვა არ გაეზარდოთ.

„ჩემი მიზანი და იდეა ისაა, რომ ფეხბურთის ხარისხი გავზარდოთ, – ციტირებს L’Équipe არსენ ვენგერის სიტყვებს. – ეს მოხდება უმნიშვნელოვანესი ტუირნირების უფრო ხშირად ჩატარებისა და რეგლამენტის ნორმების დარეგულირების ხარჯზე. საერთაშორისო კალენდარი 2024 წლამდე უცვლელი დარჩება, რადგან უკვე შეთანხმებულია, მაგრამ 2024 წლის შემდეგ გაჩნდება შანსი, რომ ფორმატში ცვლილებები შევიდეს.

მსურს, ძირითადად დარჩეს ის ტურნირები, რომლებიც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია და ფეხბურთზე რეალური გავლენა აქვს“.

დატოვე კომენტარი