არსენ ვენგერი - მესისა და რონალდოს ჰეგემონია დასასრულს უახლოვდება
არსენ ვენგერი - მესისა და რონალდოს ჰეგემონია დასასრულს უახლოვდება

ლონდონის „არსენალის“ ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა არსენ ვენგერმა გამოთქვა აზრი, რომ უკვე სულ მალე კრიშტიანო რონალდო და ლიონელ მესი აღარ იქნებიან მსოფლიო ფეხბურთის მთავარი ვარსკლავები და მათ ადგილს კილიან მბაპე დაიკავებს.

„ჩვენ არასოდეს გვინახავს ისეთი ფეხბურთელები, როგორებიც არიან ლიონელ მესი და კრიშტიანო რონალდო, რომლებსაც ნებისმიერ რთულ სიტუაციაში შეუძლიათ ნებისმიერი რამის გაკეთება. მაგრამ ვფიქრობ, რომ მათი ჰეგემონია დასასრულს უახლოვდება. ახლა მოდის მომდევნო თაობა. ახალი ლიდერი შეიძლება გახდეს მბაპე და, რა თქმა უნდა, ნეიმარი“, – თქვა ვენგერმა.

21 წლის კილიან მბაპე მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონია.

კრიშტიანო რონალდო 35 წლისაა, მესი ივნისში გახდება 33 წლის.