არსენ ვენგერი მერსისაიდელების წარუმატებლობაზე - „ლივერპულს“ ქარიზმა აკლია
არსენ ვენგერი მერსისაიდელების წარუმატებლობაზე - „ლივერპულს“ ქარიზმა აკლია

ლეგენდარულმა მწვრთნელმა, არსენ ვენგერმა მიმდინარე სეზონში „ლივერპულის“ წარუმატებელი თამაშის მიზეზი განმარტა.

„ევერტონთან“ განცდილმა მარცხმა მდგომარეობა კიდევ უფრო გაართულა, – ციტირებს ლონდონის „არსენალის“ მწვრთნელის სიტყვებს Liverpool Echo. – „ლვერპულს“ ახლა უიღბლობის სერია აქვს.

ისინი ცდილობენ, მობილიზებულებიც არიან, მაგრამ მერსისაიდელების თამაშს ქარიზმა აკლია, რაც მაღალ დონეზე ასპარეზობისას ყოველთვის ისჯება“.

აღსანიშნავია, რომ ბოლო 98 წლის განმავლობაში „ლივერპულმა“ ზედიზედ ოთხი საშინაო შეხვედრა პირველად წააგო.