არსებული მონაცემებით, სირიაში მიწისძვრას 237 ადამიანი ემსხვერპლა
არსებული მონაცემებით, სირიაში მიწისძვრას 237 ადამიანი ემსხვერპლა

სირიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 200-ს აჭარბებს, – ამის შესახებ ინფორმაციას ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

ჯანდაცვის მინისტრის ინფორმაციით, სტიქიას 237 ადამიანი ემსხვერპლა. დაზარალებულ პროვინციებს შორისაა ალეპო, ლატაკია, ჰამა და ტარტუსი.

საავადმყოფოში გადაიყვანეს 600-ზე მეტი დაშავებული ადამიანი.

ძლიერი მიწისძვრა თურქეთსა და სირიაში დღეს გამთენიისას მოხდა. სტიქიის სიმძლავრე, აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის ცნობით, 7,8 მაგნიტუდას შეადგენდა.

თურქეთში, ბოლო ოფიციალური მონაცემებით, დაღუპულია 76 ადამიანი, 440 კი დაშავდა.