არსებული მონაცემებით, ბოლონიაში სატვირთო მანქანა აფეთქდა
არსებული მონაცემებით,  ბოლონიაში სატვირთო მანქანა აფეთქდა

არსებული მონაცემებით, ბოლონიაში სავარაუდოდ, სატვირთო მანქანა აფეთქდა, რომელსაც ბენზინი გადაჰქონდა.

ხანძარი სხვა ავტომობილებზეც გავრცელდა.

ადგილზე მობილიზებულია პოლიცია, მეხანძრეები და სასწრაფო დახმარების მანქანები. როგორც ადგილობრივი მედია წერს, დაშავებულია 20 ადამიანი.

ავტომაგისტრალი, რომელზეც აფეთქება მოხდა, აეროპორტის სიახლოვეს მდებარეობს. ამჟამად გზატკეცილზე მოძრაობა აკრძალულია.