არსებული ინფორმაციით, ვაზისუბანში აფეთქების შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა

18:39, 23.10.2023

თბილისში, ვაზისუბნის პირველ მიკრორაიონში აფეთქების შედეგად, არსებული ინფორმაციით, რამდენიმე ადამიანი დაშავდა. დაშავებულები სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფებმა საავადმყოფოში გადაიყვანეს.

როგორც ცნობილია, საცხოვრებელი კორპუსის მეორე სართულზე აფეთქება, სავარაუდოდ, ბუნებრივმა აირმა გამოიწვია, რასაც ხანძარი მოჰყვა. ხანძარმა კიდევ რამდენიმე ბინა დააზიანა.

ხანძარი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია.

მსგავსი