არსებული ინფორმაციით, თბილისში სპეცოპერაციისას უკრაინის ხუთი მოქალაქე დააკავეს

12:57, 02.12.2018

თბილისში, გამთენიისას ლიხაურის ქუჩაზე სპეცრაზმი და სამართალდამცველები იყვნენ მობილიზებული.

გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებულია უკრაინის ხუთი მოქალაქე.

მომხდართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროში კომენტარს ჯერ არ აკეთებენ.

ამასთან, არსებული ინფორმაციით, დაკავებულთა შორის სავარაუდოდ, დონბასში მებრძოლი ქართველი ლუკა ჩხეტიაა.

მსგავსი