არსებული ინფორმაციით, გიორგი ბაჩიაშვილმა თანაინვესტირების ფონდის ხელმძღვანელის თანამდებობა დატოვა
არსებული ინფორმაციით, გიორგი ბაჩიაშვილმა თანაინვესტირების ფონდის ხელმძღვანელის თანამდებობა დატოვა

არსებული ინფორმაციით, თანაინვესტირების ფონდის ხელმძღვანელმა გიორგი ბაჩიაშვილმა თანამდებობა დატოვა. ამ ინფორმაციას ფონდში ამ ეტაპზე ოფიციალურად არ ადასტურებენ, თუმცა ამბობენ, რომ ფონდის მმართველ სტრუქტურაში ცვლილებებთან დაკავშირებით განცხადება მოგვიანებით გაკეთდება.

საქართველოს პირველი არხის ინფორმაციით, ახალი ხელმძღვანელი შესაძლოა ცოტნე ებრალიძე გახდეს, რომელიც ფონდში უძრავი ქონებისა და სასტუმროების მშენებლობის მიმართულებას ხელმძღვანელობს.

თანაინვესტირების ფონდი ბიძინა ივანიშვილმა 2013 წელს დააფუძნა და პირველივე დღიდან მას გიორგი ბაჩიაშვილი ხელმძღვანელობდა. ფონდი მსხვილ პროექტებს რამდენიმე მიმართულებით ახორციელებს, მათ შორის უძრავ ქონებაში, ენერგეტიკასა და სოფლის მეურნეობაში.