არსებული ინფორმაციით, სირიაში, ამბოხებულთა კონტროლირებად ტერიტორიაზე მიწისძვრის შედეგად 2 000 შენობა განადგურდა ან მძიმედ დაზიანდა
სირიაში, ამბოხებული ოპოზიციის კონტროლირებად ტერიტორიაზე, მიწისძვრის შედეგად 2 000 შენობა განადგურდა ან მძიმედ დაზიანდა.
სირიის სამოქალაქო თავდაცვის ჯგუფის ინფორმაციით, სტიქიამ 550 შენობა სრულად გაანადგურა, 1 500-ზე მეტი კი მნიშვნელოვნად დაზიანდა.
ჩრდილო-დასავლეთ სირიის რამდენიმე რაიონში მოხალისეებმა დაიწყეს გზების გახსნა, რომლებიც ნანგრევებით ნაწილობრივ ან მთლიანად დაკეტილი იყო. გაერო-ს ორმოცდათორმეტი სატვირთო მანქანა შევიდა ოპოზიციის კონტროლირებად ჩრდილო-დასავლეთ სირიაში მისი ერთადერთი სახმელეთო გადასასვლელიდან, თურქეთიდან.
აშშ-მა გაერო-ს უშიშროების საბჭოს მოუწოდა, „დაუყოვნებლივ მისცეს ხმა“ ამბოხებულთა მიერ კონტროლირებად ჩრდილო-დასავლეთ სირიისთვის, თურქეთიდან მეტი სასაზღვრო გადასასვლელით, გაერო-ს დახმარების მიწოდებას.
სირიაში, ამბოხებული ოპოზიციის კონტროლირებულ ტერიტორიაზე, მიწისძვრის შედეგად 2 000 შენობა განადგურდა ან მძიმედ დაზიანდა.
1/2 – Our teams continue search operations and recover those trapped under the rubble of buildings destroyed by the #earthquake. Today, Sunday, February 12, our teams began opening roads that were partially or completely closed by rubble in several areas of northwest #Syria. pic.twitter.com/doBSAUhKxy
— The White Helmets (@SyriaCivilDef) February 12, 2023