არსებული ინფორმაციით, შსს-ს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის უფროსი ავთანდილ გალდავა და მასთან ერთად მძევლად აყვანილი პირები თავისუფლები არიან
არსებული ინფორმაციით, შსს-ს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის უფროსი ავთანდილ გალდავა და მასთან ერთად მძევლად აყვანილი პირები თავისუფლები არიან

არსებული ინფორმაციით, შსს-ს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის უფროსი ავთანდილ გალდავა და მასთან ერთად მძევლად აყვანილი პირები თავისუფლები არიან.

საქართველოს პირველი არხის ინფორმაციით, ავთანდილ გალდავა სავარაუდოდ პოლიციის ერთ-ერთ სამმართველოში იმყოფება. რა ვითარებაში მოხდა მათი გათავისუფლება, ჯერ უცნობია. ამასთან, უცნობია თავდამსხმელის ადგილსამყოფელი.

შეგახსენებთ, ხელყუმბარით შეიარაღებულმა თავდამსხმელმა ზუგდიდში, „საქართველოს ბანკის“ შენობა სავარაუდოდ სამ მძევალთან ერთად დატოვა. როგორც მედიაში გავრცელებულ კადრებში ჩანს, თავდამსხმელი პოლიციის მანქანით გაურკვეველი მიმართულებით წავიდა. დანარჩენი მძევლები კი გათავისუფლდნენ.

მოგვიანებით შსს-მ განცხადება გაავრცელა. უწყების ინფორმაციით, ამ ეტაპზე ბანკის შენობაში შეიარაღებული თავდამსხმელის მიერ აყვანილი 43 მძევალი გათავისუფლებულია და ისინი პოლიციამ უსაფრთხო ტერიტორიაზე გადაიყვანა.