არსებული ინფორმაციით, საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის კომისიის თავმჯდომარის მოადგილე მალხაზ მიქელაძე დავით გარეჯის საქმეზე პროკურატურაში 12:00 საათზეა დაბარებული
არსებული ინფორმაციით, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის კომისიის თავმჯდომარის მოადგილე მალხაზ მიქელაძე გენერალურ პროკურატურაში 12:00 საათზეა დაბარებული.
ამ ინფორმაციას გენერალურ პროკურატურაში ამ დრომდე არ ადასტურებენ, თუმცა თავად მიქელაძემ საქართველოს პირველ არხს განუცხადა, რომ როგორც საგამოძიებიო უწყებიდან განუმარტეს, ის მოწმის სახით არის დაბარებული.
საქართველოს პირველ არხთან სატელეფონო საუბრისას მან დავით გარეჯის საქმეზე მიმდინარე გამოძიების შესახებ კომენტარის გაკეთება არ ისურვა. მედიაში კი, გავრცელდა მიქელაძის მიერ მიმდინარე წლის 11 სექტემბერს პროკურატურისთვის მიცემული ჩვენება.
კიდევ რატომ დაიბარეს მალხაზ მიქელაძე საგამოძიებო უწყებაში, უცნობია.
საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის დირექტორი და ამავდროულად სადემარკაციო-სადელიმიტაციო კომისიის მოქმედი თავმჯდომარის მოადგილე მალხაზ მიქელაძე 2004-2005 წლებში კომისიის თავმჯდომარეც იყო.