არსებული ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ათამდე ადამიანი დააკავეს

16:22, 24.10.2025

არსებული ინფორმაციით, სამართალდამცველებმა დღეს ათამდე ადამიანი დააკავეს.

სხვდასხვა წყაროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, დაკავებულებს შორის არიან რეჟისორი გიორგი ლიფონავა, ჟურნალისტები ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი, მაია ბოკერია, გამომცემელი ზვიად კვარაცხელია.

ამ დროისთვის უცნობია, რა ბრალდებით არიან ისინი დაკავებული. დაკავების სავარაუდო მიზეზად რუსთაველის გამზირის გადაკეტვა სახელდება.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური ინფორმაცია ჯერ არ გაუვრცელებია.

მსგავსი