არსებული ინფორმაციით, რუსეთის საოკუპაციო ჯარებმა მარიუპოლში, „აზოვსტალის“ ტერიტორიაზე საავადმყოფო დაბომბეს

18:51, 19.04.2022

რუსეთის საოკუპაციო ჯარებმა მარიუპოლში, „აზოვსტალის“ ტერიტორიაზე საავადმყოფო დაბომბეს. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია, დეპუტატ სერგეი ტარუტაზე დაყრდნობით ავრცელებს.

პარტია „ბატკივშინას“ წევრი აცხადებს, რომ ნანგრევებში 300-მდე ადამიანი იმყოფება, მათ შორის არიან ბავშვები.

„საავადმყოფოს ერთ ნაწილში დაჭრილი დამცველები იმყოფებოდნენ, მარიუპოლის მცხოვრებლები ბავშვებთან ერთად იმალებოდნენ, რადგან დანგრეულ ქალაქში დასამალი არსად არის“, – წერს სერგეი ტარუტა.

მსგავსი