„ბიბისი“ - არქტიკულ წრეზე, მდინარეში 20 000 ტონა დიზელის ჩაღვრის გამო, რუსეთის პრეზიდენტმა საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა
„ბიბისი“ - არქტიკულ წრეზე, მდინარეში 20 000 ტონა დიზელის ჩაღვრის გამო, რუსეთის პრეზიდენტმა საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა

არქტიკულ წრეზე, მდინარეში 20 000 ტონა დიზელის ჩაღვრის გამო, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.

დაღვრა მაშინ მოხდა, როდესაც ციმბირის ქალაქ ნორილსკთან ახლოს ელექტროსადგურზე განთავსებული საწვავის ავზი ჩამოინგრა.

„ბიბისის“ ინფორმაციით, ვლადიმერ პუტინმა აღშფოთება გამოთქვა, როდესაც გაიგო, რომ ოფიციალურმა პირებმა ინციდენტის შესახებ მხოლოდ ორი დღის შემდეგ შეიტყვეს.

ქარხანა ეკუთვნის „ნორლისკ ნიკელის“ შვილობილ კომპანიას, რომელიც მსოფლიოში ნიკელის და პალადიუმის წამყვანი მწარმოებელია. „ბიბისი“ წერს, რომ სატელევიზო კონფერენციის დროს, რუსეთის პრეზიდენტმა კომპანიის ხელმძღვანელი უმკაცრესად გააკრიტიკა.

დიზელის ჩაღვრის შემდეგ, 350 კვადრატული კილომეტრი ტერიტორია დაბინძურდა. ვლადიმერ პუტინმა ინციდენტის გამოძიების ბრძანება გასცა, მანამდე კი ელექტოსადგურის მმართველი დააკავეს.