არქეოლოგიური გათხრები კოლხურ ნასახლარზე და დეხვირის ციხეზე წელსაც გრძელდება
არქეოლოგიური გათხრები კოლხურ ნასახლარზე და დეხვირის ციხეზე წელსაც გრძელდება

არქეოლოგიური გათხრები კოლხურ ნასახლარზე და დეხვირის ციხეზე წელსაც გრძელდება.

ეროვნული მუზეუმის ინფორმაციით, მიმდინარე ექსპედიციის დროს, აღმოჩნდა კოლხური ნასახლარის კულტურული ფენები კოლხური კერამიკის მრავალფეროვანი ტიპებით და ახალ უბანზე უძველეს მეტალურგიასთან დაკავშირებული ატრეფაქტები. ინფორმაციას ეროვნული მუზეუმი ავრცელებს

მათივე ინფორმაციით, საქართველოს ეროვნული მუზეუმის არქეოლოგთა გუნდი იმყოფება „ლეჩხუმის (ცხეთა-დეხვირის) არქეოლოგიურ ექსპედიციაში.

არქეოლოგიური გათხრები კოლხურ ნასახლარზე და დეხვირის ციხეზე, ცაგერის მუნიციპალიტეტის დაფინანსებით, 2012 წლიდან მიმდინარეობს. ამ ეტაპისთვის უკვე შესწავლილია ძვ.წ. VIII-V საუკუნეების კოლხური ნასახლარის და ანტიკური ხანის სამაროვნის ნაწილი, რომლის მნიშვნელოვანი მასალა ცაგერის ისტორიულ მუზეუმშია დაცული.

შესწავლილია ასევე დეხვირის ციხეების კომპლექსი, სადაც აღმოჩენილია მცირე ზომის ბაზილიკური ეკლესია. აღმოჩენილი მასალა გადაეცემა ცაგერის ისტორიულ მუზეუმს. ექსპედიცია 2019 წლის 20 ივლისს დაიწყო და 29 ივლისს დასრულდება.

დატოვე კომენტარი