არქეოლოგიის ყოფილი ინსტიტუტის შენობის დემონტაჟისას კედელი საცხოვრებელი სახლის სახურავს დაეცა
არქეოლოგიის ყოფილი ინსტიტუტის შენობის დემონტაჟისას კედელი საცხოვრებელი სახლის სახურავს დაეცა

თბილისში, უზნაძის 14 ნომერში, არქეოლოგიის ყოფილი ინსტიტუტის შენობის დემონტაჟისას კედელი ჩამოინგრა და ერთსართულიანი საცხოვრებელი სახლის სახურავს დაეცა.

შენობის დანგრევა ერთი კვირის წინ დაიწყო, სადაც სასტუმრო უნდა აშენდეს.

როგორც პირველ არხს განუცხადეს, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

ადგილზე იმყოფებოდნენ დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის გამგებლის მოადგილეები და კრიმინალური პოლიციის წარმომადგენლები.

კომპანია „ბეტა ჯგუფში“ ოფიციალური კომენტარი არ გააკეთეს, თუმცა პირად საუბარში განაცხადეს, რომ დაზიანებულ სახლს პირვანდელ მდგომარეობაში დააბრუნებენ.