არქეოლოგებმა რუსთავის სასახლის ექსპედიციისას IX-X საუკუნეებით დათარიღებული ჯაჭვის პერანგი აღმოაჩინეს

13:03, 22.10.2025

რუსთავის ციხესიმაგრის ტერიტორიაზე მდებარე სასახლის არქეოლოგიური გათხრებისას IX-X საუკუნეებით დათარიღებული ჯაჭვის პერანგი აღმოაჩინეს.

არქეოლოგიური ექსპედიცია შუა საუკუნეებით დათარიღებულ სასახლეზე, რუსთავის მერიის ორგანიზებით, მიმდინარე წლის ივლისში დაიწყო.

ექსპედიციისას არქეოლოგებმა არაერთი მნიშვნელოვანი ექსპონატი აღმოაჩინეს, რომელთა შორისაა IX-X საუკუნეების მუზარადი. მუზარადი ამიერკავკასიაში ერთადერთია ამ პერიოდის საბრძოლო დანიშნულების არტეფაქტებს შორის.

მსგავსი