არნოლდ შვარცენეგერმა დონალდ ტრამპის ქცევას პრესკონფერენციაზე სამარცხვინო უწოდა
არნოლდ შვარცენეგერმა დონალდ ტრამპის ქცევას პრესკონფერენციაზე სამარცხვინო უწოდა

ცნობილი მსახიობი და კალიფორნიის ყოფილი გუბერნატორი არნოლდ შვარცენეგერი ვიდეომიმართვას ავრცელებს, რომელშიც დონალდ ტრამპს პუტინთან შეხვედრის დროს გაკეთებული განცხადებებისა და ქცევის გამო აკრიტიკებს.

„პრეზიდენტო, მე ახლახანს ვუყურე თქვენს პრესკონფერენციას პრეზიდენტ პუტინთან ერთად და ის სამარცხვინო იყო. თქვენ იდექით იქ როგორც პატარა სველი სულელი, როგორც პატარა ფანი ბიჭი“, -ამბობს არნოლდ შვარცენეგერი ვიდეომიმართვაში.

მსახიობის თქმით, ის ელოდა მომენტს, რომ ტრამპი ვლადიმერ პუტინს ავტოგრაფს ან საერთო ფოტოს გადაღებას სთხოვდა. შვარცენეგერის თქმით, პრეზიდენტმა უღალატა ქვეყანას პუტინთან ერთობლივი სამიტის დროს.

„თქვენ აშშ-ის პრეზიდენტი ხართ და ასე არ უნდა იქცეოდეთ. რა დაგემართათ? რა დაემართა რონალდ რეიგანის ძლიერ სიტყვებსა და სიმტკიცეს, როდესაც ის ბერლინის კედელთან იდგა და თქვა, „ბატონო გორბაჩოვო, დავანგრიოთ ეს კედელი“, – აღნიშნა კალიფორნიის ყოფილმა გუბერნატორმა.