არნე სლოტი - გიორგი მამარდაშვილი უთამაშებლობით იმედგაცრუებულია, მაგრამ ვერ ვიტყვი, რა იქნება შემდეგ მატჩში #1TVSPORT
არნე სლოტი - გიორგი მამარდაშვილი უთამაშებლობით იმედგაცრუებულია, მაგრამ ვერ ვიტყვი, რა იქნება შემდეგ მატჩში #1TVSPORT

არნე სლოტმა ახსნა, თუ რატომ არ დააყენა გიორგი მამარდაშვილი „ბრაიტონთან“ ინგლისის ასოციაციის თასზე „ლივერპულის“ ძირითად შემადგენლობაში.

„გასულ სეზონში თასზე სხვა არჩევანი გავაკეთეთ. როგორც წესი, ამ მატჩებში მეორე მეკარეს აყენებენ. მაგრამ ამჟამად ასე გადავწყვიტე. გიორგიმ პირველი თამაში იმიტომ ჩაატარა, რომ ალისონი ტრავმის შემდეგ ჯერ ფორმაში არ იყო, მას კი თამაში სჭირდებოდა. ამიტომ ფეხბურთელებთანაც ვიმსჯელე, რა იქნებოდა გუნდისთვის უკეთესი.

ახლა კი ალისონის დაყენება გადავწყვიტე. რა თქმა უნდა, გიორგი იმედგაცრუებული დარჩა, რადგან ძალიან კარგი მეკარეა. ის შესანიშნავად გამოიყურებოდა, როდესაც ალის ტრავმის დროს ვაყენებდით. ჩემი შემადგენლობიდან ნათელია, ვინაა ძირითადი მეკარე, მაგრამ ახლა ვერ ვიტყვი, რა იქნება შემდეგ მატჩში“.