არმენ სარქსიანი - ვულოცავ საქართველოს, ახალი პრეზიდენტი არის ქალი, რომელსაც აქვს პოლიტიკური და დიპლომატიური სამსახურის გამოცდილება
არმენ სარქსიანი - ვულოცავ საქართველოს, ახალი პრეზიდენტი არის ქალი, რომელსაც აქვს პოლიტიკური და დიპლომატიური სამსახურის გამოცდილება

საქართველოსა და სომხეთს აკავშირებთ მეზობლური, ძმური ათასწლოვანი ისტორია, ეს არის სამაგალითო, რომ ორი ერი ცხოვრობს გვერდიგვერდ და არასდროს ჰქონდათ სერიოზული პრობლემები, – ამის შესახებ სომხეთის პრეზიდენტმა არმენ სარქსიანმა განაცხადა.

მისი თქმით, საქართველო და სომხეთი მოძმე ერები არიან და სწორედ ამიტომ დაესწრო საქართველოს ახლად არჩეული პრეზიდენტის ინაუგურაციას.

„ვულოცავ საქართველოს და პრეზიდენტს, ეს არის მოვლენა, რომ საქართველოს რესპუბლიკის ახალი პრეზიდენტი არის ქალი, რომელსაც აქვს პოლიტიკური და დიპლომატიური სამსახურის გამოცდილება. ახალ პრეზიდენტს ვუსურვებ წარმატებას. დარწმუნებული ვარ, რომ ეს არის პირველი, მაგრამ არა უკანასკნელი ქალი პრეზიდენტი საქართველოში. ვულოცავ და ველოდები ახლა პრეზიდენტთან, მთავრობასთან, პარლამენტთან და რაც მთავარია, ქართველ ხალხთან მუშაობას ჩვენი ურთიერთობების გასაგრძელებლად”, – განაცხადა სომხეთის პრეზიდენტმა, რომელიც დღეს, თელავში საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციას დაესწრო. ​

დატოვე კომენტარი