არმენ სარქსიანი ბრიუსელში გაემგზავრა, სადაც ნატო-სა და ევროკავშირის წარმომადგენლებს შეხვდება
არმენ სარქსიანი ბრიუსელში გაემგზავრა, სადაც ნატო-სა და ევროკავშირის წარმომადგენლებს შეხვდება

სომხეთის პრეზიდენტი, არმენ სარქსიანი ბრიუსელში გაემგზავრა, სადაც ნატო-ს და ევროკავშირის წარმომადგენლებს შეხვდება. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

„როიტერის“ ინფორმაციით, ვიზიტის დროს, არმენ სარქსიანი ნატო-ს გენერალურ მდივანს, იენს სტოლტენბერგს და ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს შეხვდება. გავრცელებული ინფორმაციით, საუბრის მთავარი თემა მთიან ყარაბაღში მიმდინარე საომარი მოქმედებები იქნება.