არმენ სარგსიანი - რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებით სომხეთის ბედი წყდება [ფოტო]
არმენ სარგსიანი - რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებით სომხეთის ბედი წყდება [ფოტო]

სომხეთის რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებში საკუთარი არჩევანი დააფიქსირა პრეზიდენტმა არმენ სარგსიანმა. ამის შესახებ პირველი არხის ჟურნალისტი ერევნიდან იუწყება.

არმენ სარგსიანის განცხადებით, დღეს სომხეთის ბედი წყდება. მისივე თქმით, ყველაზე მნიშვნელოვანია, სომეხი ხალხის უფლებების დაცვა, სიმშვიდე და სტაბილურობა.

„მე ხმა მივეცი ჩვენი ქვეყნის მშვიდობიან და დემოკრატიულ განვითარებას. მნიშვნელოვანია ადამიანის უფლებების დაცვა, სტაბილურობა და თითოეულ მოქალაქეზე ზრუნვა. დღეს სომხეთის ბედი წყდება. დარწმუნებული ვარ, სწორი არჩევანი გავაკეთე სომხეთის მომავალი განვითარებისთვის“, – განაცხადა სომხეთის პრეზიდენტმა.

სომხეთში რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს. არჩევნებში მონაწილეობს ცხრა პოლიტიკური პარტია და ორი ალიანსი.

ვადამდელი არჩევნები სომხეთში მას შემდეგ დაინიშნა, რაც საპროტესტო აქციების შედეგად ყოფილი პრემიერ-მინისტრი სერჟ სარგსიანი თანამდებობიდან ნებაყოფლობით გადადგა. ამის შემდეგ, მთავრობას სათავეში დროებით ნიკოლ ფაშინიანი ჩაუდგა. გასულ თვეში თავად ფაშინიანიცგადადგა თანამდებობიდან, რათა ქვეყენაში საპარლამენტო არჩევნები დანიშნულიყო.