სომხეთის პრეზიდენტის არმენ სარგსიანის განკარგულებით, პოლიციის ხელმძღვანელად ვალერ ოსიპიანი დაინიშნა, ეროვნული უსაფრთხოების სამსახურს კი არტურ ვანეციანი უხელმძღვანელებს.
შეგახსენებთ, ახლად არჩეული პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის განცხადების საფუძველზე დღეს სომხეთის პრეზიდენტმა პოლიციის ხელმძღვანელი ვლადიმერ გასპარიანი და უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი გეორგ კუტოიანი თანამდებობებიდან გაათავისუფლა.