სომხეთის პრეზიდენტმა ნიკოლ ფაშინიანს პრემიერ-მინისტრად არჩევა მიულოცა
სომხეთის პრეზიდენტმა ნიკოლ ფაშინიანს პრემიერ-მინისტრად არჩევა მიულოცა

სომხეთის პრეზიდენტი და ახლად არჩეული პრემიერ-მინისტრი ერთმანეთს შეხვდნენ. არმენ სარგსიანმა ხელი მოაწერა ნიკოლ ფაშინიანის პრემიერ-მინისტრად დანიშვნის განკარგულებას. პრეზიდენტმა ფაშინიანს სომხეთის პრემიერად არჩევა მიულოცა.

„მინდა გისურვოთ, რომ რაც შეიძლება სწრაფად შეძლოთ მთავრობის ფორმირება და შეუდგეთ ყველა იმ პრობლემის მოგვარებას, რომელიც დღეს სომხეთის წინაშე დგას. წარმატებებს გისრუვებთ“, – განაცხადა არმენ სარგსიანმა.

სომხეთის პრემიერ-მინისტრად ფრაქცია „ელქის“ თავმჯდომარე ნიკოლ ფაშინიანი დღეს აირჩიეს. კენჭისყრა პარლამენტში გაიმართა. ფაშინიანის კანდიდატურას 59-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, 42 წინააღმდეგი იყო. ახალმა პრემიერმა მინისტრთა ახალი კაბინეტი 15 დღეში უნდა წარადგინოს.