არმენ სარგსიანი - დღეს მთელი მსოფლიოს ყურადღება ერევნისკენაა მოპყრობილი
სომხეთის პრეზიდენტი სომეხ ხალხს მიმართავს. არმენ სარგსიანის თქმით, დღეს მთელი მსოფლიოს ყურადღება ერევნისკენაა მიპყრობილი.
„ამ გადამწყვეტ მომენტში მივმართავ ეროვნული კრების ყველა დეპუტატს, პოლიტიკურ ძალებს, მთელს სახელისუფლებო სისტემას, საზოგადოებას, გამოიჩინეთ მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა, გონიერება, რათა ნებისმიერი ქმედების დროს დავრჩეთ კონსტიტუციის ჩარჩოებში“, – აცხადებს პრეზიდენტი.
შეგახსენებთ, სომხეთის პარლამენტში პრემიერის არჩევაზე მსჯელობენ. დეპუტატებს პრემიერ-მინისტრობის ერთადერთი კანდიდატი ნიკოლ ფაშინიანი მიმართავს.