არმაზ ახვლედიანი - ისტორიული მომენტია, უნდა დავადასტუროთ, რომ საქართველოს აქვს დემოკრატიული განვითარების პერსპექტივა ან ხელი მოვაწეროთ მის დასამარებას
არმაზ ახვლედიანი - ისტორიული მომენტია, უნდა დავადასტუროთ, რომ საქართველოს აქვს დემოკრატიული განვითარების პერსპექტივა ან ხელი მოვაწეროთ მის დასამარებას

კეთილგონიერება მკარნახობს, რომ ახლა საქართველოსთვის არის ისტორიული მომენტი, როცა ჩვენ ან უნდა დავადასტუროთ, რომ საქართველოს აქვს სამართლიანი თავისუფალი, დამოუკიდებელი, დემოკრატიული განვითარების პერსპექტივა ან ხელი უნდა მოვაწეროთ მის დასამარებას, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, არმაზ ახვლედიანმა განაცხადა.

არმაზ ახვლედიანმა საქართველოს პარლამენტში დღეს წარადგინა განაცხადა, რომლის მიხედვითაც „ევროპული საქართველოს“ წევრები საპარლამენტო მანდატის გაუქმებას ითხოვენ.

როგორც არმაზ ახვლედიანმა აღნიშნა, კეთილგონივრული იქნება, თუ „ქართული ოცნება“ გააკეთებს არჩევანს არა პარტიული ინტერესის, არამედ საქართველოს სასარგებლოდ.

„მოვუწოდებ კოლეგებს, ნაცნობებს „ქართულ ოცნებაში“, მერე რა, რომ თქვენ შეხვედით, თქვენ შეგიძლიათ ახლა თუნდაც დღეს ან ხვალ, უახლოეს დღეებში დაიკავოთ სწორი პოზიცია და მხარი დაუჭიროთ იმას, რომ თქვენი, ჩვენი შთამომავლობა, საქართველოს მომავალი იყოს წელ გამართული. თუ „ქართული ოცნება“ გამოიჩენს კეთილგონიერებას, გამორიცხული არაფერია. სამართლიანობა ისაა, რომ სწორად დავთვალოთ ხმები და გავითვალისწინოთ ბარბაროსულ პირობებში არჩევნების ჩატარება არ შეიძლება. ამას თუ გავითვალისწინებთ, შვიდ დღეში ყველა მოვბრუნდებით. კეთილგონივრული არჩევანი და მიდგომა იქნება ის, თუ „ქართული ოცნება“ გააკეთებს არჩევანს არა პარტიული ინტერესის სასარგებლოდ, არამედ საქართველოს სასარგებლოდ. საქართველოს სასარგებლო არჩევანი არის – ერთადერთი დაინიშნოს ვადამდელი არჩევნები გონივრულ ვადებში“, – განაცხადა არმაზ ახვლედიანმა.

არჩევნების საბოლოო მონაცემებით, „ევროპულ საქართველოს“ ხუთი საპარლამენტო მანდატი აქვს.

დღეს პარლამენტს დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ განცხადებით ასევე მიმართეს საარჩევნო ბლოკში „ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშია“ შემავალი პარტიების: „ნაციონალური მოძრაობის“, „რესპუბლიკური პარტიისა“ და „სახელმწიფო ხალხისთვის“ წარმომადგენლებმა, ასევე „ლელოსა“ და, „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრებმა.

ამასთან, პარლამენტს განცხადებით გუშინ მიმართა „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა.

საკანონმდებლო ორგანოსთვის არ მიუმართავთ „მოქალაქეების“, „გირჩისა“ და „პატრიოტთა ალიანსის“ წარმომადგენლებს.