არმაზ ახვლედიანი - „ქართული ოცნება“ თუ გაითვალისწინებს, რომ ბარბაროსულ პირობებში არჩევნების ჩატარება არ შეიძლება, შვიდ დღეში ყველა მოვბრუნდებით​
არმაზ ახვლედიანი - „ქართული ოცნება“ თუ გაითვალისწინებს, რომ ბარბაროსულ პირობებში არჩევნების ჩატარება არ შეიძლება, შვიდ დღეში ყველა მოვბრუნდებით​

სამართლიანობა ისაა, რომ სწორად დავთვალოთ ხმები და გავითვალისწინოთ, რომ ბარბაროსულ პირობებში არჩევნების ჩატარება არ შეიძლება. თუ ამას გავითვალისწინებთ, შვიდ დღეში ყველა მოვბრუნდებით, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, არმაზ ახვლედიანმა საქართველოს პარლამენტთან განაცხადა.

არმაზ ახვლედიანმა განცხადება საქართველოს პარლამენტთან გააკეთა. ახვლედიანმა საკანონდებლო ორგანოში „ევროპული საქართველოს“ საპარლამენტო მანდატების გაუქმების შესახებ განცხადება შეიტანა.

„კეთილგონიერება მკარნახობს, რომ ახლა საქართველოსთვის არის ისტორიული მომენტი, როცა ჩვენ ან უნდა დავადასტუროთ, რომ საქართველოს აქვს სამართლიანი თავისუფალი, დამოუკიდებელი, დემოკრატიული განვითარების პერსპექტივა ან ხელი უნდა მოვაწეროთ მის დასამარებას. მოვუწოდებ კოლეგებს, ნაცნობებს „ქართულ ოცნებაში“, მერე რა, რომ თქვენ შეხვედით, თქვენ შეგიძლიათ ახლა თუნდაც დღეს ან ხვალ, უახლოეს დღეებში დაიკავოთ სწორი პოზიცია და მხარი დაუჭიროთ იმას, რომ თქვენი, ჩვენი შთამომავლობა, საქართველოს მომავალი იყოს წელ გამართული. თუ „ქართული ოცნება“ გამოიჩენს კეთილგონიერებას, გამორიცხული არაფერია. თუ ჩათვლის, რომ ახლა არის შესაძლებლობა, რომ საქართველოსთვის გაკეთდეს კეთილგონივრული არჩევანი და ეს არჩევანი გადის დღეს სამართლიანობის აღდგენაზე და სამართლიანობა ისაა, რომ სწორად დავთვალოთ ხმები და გავითვალისწინოთ ბარბაროსულ პირობებში არჩევნების ჩატარება არ შეიძლება. ამას თუ გავითვალისწინებთ, შვიდ დღეში ყველა მოვბრუნდებით. კეთილგონივრული არჩევანი და მიდგომა იქნება ის, თუ „ქართული ოცნება“ გააკეთებს არჩევანს არა პარტიული ინტერესის სასარგებლოდ, არამედ საქართველოს სასარგებლოდ. საქართველოს სასარგებლო არჩევანი არის – ერთადერთი დაინიშნოს ვადამდელი არჩევნები გონივრულ ვადებში“, – განაცხადა არმაზ ახვლედიანმა.

საპარლამენტო არჩევნების საბოლოო შედეგების მიხედვით, „ევროპულ საქართველოს“ ხუთი საპარლამენტო მანდატი აქვს.

დატოვე კომენტარი