არმაზ ახვლედიანი აცხადებს, რომ მედიატორების მიერ წარდგენილ ახალ დოკუმენტს ხელს მოაწერს
არმაზ ახვლედიანი აცხადებს, რომ მედიატორების მიერ წარდგენილ ახალ დოკუმენტს ხელს მოაწერს

„ევროპული საქართველოს“ საარჩევნო სიის წევრი, არმაზ ახვლედიანი აცხადებს, რომ მედიატორების მიერ წარდგენილ ახალ დოკუმენტს ხელს მოაწერს.

არმაზ ახვლედიანი მიიჩნევს, რომ ყველა ოპოზიციურმა ძალამ და ცალკეულმა ოპოზიციონერებმა მხარი უნდა დაუჭირონ საქართველოში სამართლიანი პოლიტიკური პროცესის დაწყებას.

„ასეთი მაღალშრიანი ღრმა კრიზისი საქართველოში არ მახსენდება. ამ კრიზისიდან გამოსავალი არის შეთანხმება, ოღონდ შეთანხმება არა შეთანხმებისთვის და არა იმისთვის, რომ ვინმეს მოეწონოს, არამედ იმისთვის, რომ შევეხიდოთ სახელმწიფოს. მიმაჩნია, მიშელის ეს დოკუმენტი მხარდაჭერილი პოლიტიკური წრეების მიერ, არის ერთადერთი გამოსავალი, რომ არა მხოლოდ შევეხიდოთ საქართველოს და გამოვიყვანოთ კრიზისიდან, არამედ აღარ დავუშვათ არასდროს, რომ მსგავს გაუგებრობაში აღმივჩნდეთ. სწორედ ამიტომ, მე მხარს ვუჭერ დოკუმენტს.

მიმაჩნია, უპირველესად პოლიტპატიმრები უნდა იყვნენ გარეთ, დაუყონებლივ და ამასთანავე „ქართული ოცნების“ პასუხისმგებლობის ფორმატით ყველა ოპოზიციურმა ძალამ და ცალკეულმა ოპოზიციონერებმა მხარი დაუჭირონ საქართველოში სამართლიანი პოლიტიკური პროცესის დაწყებას. ჩემი ხელმოწერა იქნება მაშინვე, როცა მე დოკუმენტთან მივალ. მზად ვარ ხელმოწერისთვის. პარლამენტში შესვლას რაც შეეხება, ჩემთვის არის პრინციპულზე პრინციპული საკითხი, რომ ორი მძევალი „ქართული ოცნების“ იყოს გარეთ. ეს არის ამ დოკუმენტში და ამიტომ გესაუბრებით ასე თამამად. უბრალო უნდა განხორციელდეს. ვიცი ბევრი ნათქვამი, რომელი ვერ განხორციელდა, ამიტომ სიტყვას თუ საქმე არ მოჰყვა, არაფერი არ გამოვა. „ქართული ოცნების“ ნებაზეა დამოკიდებული, დოკუმენტი დარჩება ფარატინა ფურცელი, თუ გახდება გადარჩენის საწინდარი“, – განაცხადა არმაზ ახვლედიანმა.