არმაზ ახვლედიანი აჭარის მთავრობას კორუფციაში ადანაშაულებს 
არმაზ ახვლედიანი აჭარის მთავრობას კორუფციაში ადანაშაულებს 

არმაზ ახვლედიანი ბათუმის სანაპიროზე, სასტუმრო „ჰილტონის“ გვერდით მშენებლობას აპროტესტებს. როგორც ახვლედიანი აცხადებს, რომ ბათუმის მერიის ერთ-ერთმა თანამშრომელმა აცნობა, რომ მშენებლობაზე ნებართვა გაცემული არ არის.

არმაზ ახვლედიანი ამტკიცებს, რომ აჭარის ხელისუფლება კორუფციულ გარიგებებშია ჩართული.

„კორუფცია ყვავის აჭარაში, მე ასეთი არ მახსენდება ავადსახსენებელ 90-იანებშიც კი. აბაშიძეც კი თავს იკავებდა ასეთი თავხედური მშენებლობებისგან, სიმართლე ხომ უნდა ითქვას, დღეს საზღვარი არა აქვს აღვირახსნილობას და ამას უნდა მოეღოს ბოლო”, – განაცხადა არმაზ ახვლედიანმა.

ბათუმის მერიაში კი აცხადებენ, რომ „ჰილტონის“ გვერდით მშენებლობა არ მიმდინარეობს და არანაირი ნებართვა გაცემული არ არის. სამუშაოები კი იქ ტერიტორიის გეოლოგიური შესწავლის მიზნით დაიწყეს.