არხანგელსკის ოლქში, უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის შენობაში აფეთქება 17 წლის მოზარდმა მოაწყო
რუსეთის არხანგელსკის ოლქში უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის შენობაში აფეთქება 17 წლის მოზარდმა მოაწყო. ასაფეთქებელი მოწყობილობა მას ხელში აუფეთქდა.
მოზარდმა სიცოცხლესთან შეუთავსებელი ჭრილობები მიიღო. ინფორმაციას ამის შესახებ BBC-ს რუსული სამსახური ავრცელებს.
ინციდენტის შედეგად დაშავდა უსაფრთხოების სამსახურის სამი თანამშრომელი. ისინი საავადმყოფოში არიან გადაყვანილი.
რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა საქმის გამოძიება ტერაქტისა და საბრძოლო მასალების უკანონო ტარების მუხლებით დაიწყო.