არხანგელსკის ოლქში, უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის შენობაში აფეთქება 17 წლის მოზარდმა მოაწყო

15:41, 31.10.2018

რუსეთის არხანგელსკის ოლქში უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის შენობაში აფეთქება 17 წლის მოზარდმა მოაწყო. ასაფეთქებელი მოწყობილობა მას ხელში აუფეთქდა.

მოზარდმა სიცოცხლესთან შეუთავსებელი ჭრილობები მიიღო. ინფორმაციას ამის შესახებ BBC-ს რუსული სამსახური ავრცელებს.

ინციდენტის შედეგად დაშავდა უსაფრთხოების სამსახურის სამი თანამშრომელი. ისინი საავადმყოფოში არიან გადაყვანილი.

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა საქმის გამოძიება ტერაქტისა და საბრძოლო მასალების უკანონო ტარების მუხლებით დაიწყო.

მსგავსი