არკანზასში ახალგაზრდული საფეხბურთო ნაკრების ავტობუსი ამოტრიალდა, დაღუპულია ერთი ბავშვი 
არკანზასში ახალგაზრდული საფეხბურთო ნაკრების ავტობუსი ამოტრიალდა, დაღუპულია ერთი ბავშვი 

აშშ-ის შტატში, არკანზასში ახალგაზრდული საფეხბურთო ნაკრების ავტობუსი ამოტრიალდა. ტელეკომპანია Fox News-ის ინფორმაციით, დაღუპულია ერთი ბავშვი და 40-მდე ადამიანი კი დაშავდა.

არკანზასის შტატის პოლიციის განცხადებით, ავტოსაგზაო შემთხვევა ქალაქ ბენტონის მახლობლად მოხდა. ავტობუსი ტეხასიდან ტენესის ქალაქ მემფისში მიემგზავრებოდა.

სამართალდამცველების ცნობით, დაშავებულთა უმრავლესობა ბავშვები არიან. ისინი ახლომდებარე საავადმყოფოებში არიან გადაყვანილები.