არკანზასის შტატის ქალაქ ფორტ სმიტში შეიარაღებული თავდასხმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
არკანზასის შტატის ქალაქ ფორტ სმიტში შეიარაღებული თავდასხმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა

არკანზასის შტატის ქალაქ ფორტ სმიტში შეიარაღებული თავდასხმის შედეგად სამი ადამიანია დაღუპული.

ინციდენტის შესახებ ჯერჯერობით დაზუსტებული ცნობები არ ვრცელდება.

ცნობილია, რომ ერთ-ერთი პირი სამართალდამცველს დანით დაესხა თავს, რის საპასუხოდაც პოლიციას ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენება მოუწია.

თუმცა, ამ ეტაპზე უცნობია სამართალდამცველის მიერ გახსნილ ცეცხლს ემსხხვერპლა თუ არა დაღუპული სამი პირი. დაშავებული სამართალდამცველი საავადმყოფოშია გადაყვანილი.

დატოვე კომენტარი