არიზონაში ჩარლი კირკის ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიება მიმდინარეობს, რომელსაც დონალდ ტრამპი და ჯეი დი ვენსიც დაესწრებიან

21:59, 21.09.2025

არიზონაში, გლენდეილის სტადიონზე კონსერვატორი კომენტატორის, ჩარლი კირკის ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიება ტარდება.

„როიტერის“ ინფორმაციით, ღონისძიებას მალე აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და აშშ-ის ვიცე პრეზიდენტი ჯეი დი ვენსიც შეუერთდებიან. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, იგეგმება მათი სიტყვით გამოსვლაც.

აშშ-ის პრეზიდენტისა და ვიცე-პრეზიდენტის გარდა, მომხსენებლებს შორის, სავარაუდოდ, იქნებიან თავდაცვის მდივანი პიტ ჰეგსეტი, სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო და მთავრობის სხვა მაღალჩინოსნები.

31 წლის ჩარლი კირკი 10 სექტემბერს, იუტის შტატის ერთ-ერთი უნივერსიტეტის კამპუსში სტუდენტებთან შეხვედრისას ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით დაჭრეს. რამდენიმე საათში ის საავადმყოფოში გარდაიცვალა. მკვლელობაში ეჭვმიტანილი 22 წლის ტაილერ რობინსონი თავდასხმიდან 33 საათის შემდეგ დააკავეს.

მსგავსი