არიზონაში ჩარლი კირკის ხსოვნისადმი მიძღვნილი პანაშვიდი დღეს გაიმართება
დღეს არიზონაში ამერიკელი კონსერვატორი აქტივისტის, ჩარლი კირკის ხსოვნისადმი მიძღვნილი პანაშვიდი გაიმართება. ღონისძიება გლენდეილის სტადიონზე ჩატარდება, სადაც 73 ათასამდე ადამიანის განთავსების საშუალებაა.
ღონისძიებას დაესწრებიან როგორც თავად პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, ასევე ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი, თავდაცვის მდივანი პიტ ჰეგსეტი და მთავრობის სხვა მაღალჩინოსნები.
31 წლის ჩარლი კირკი10 სექტემბერს, იუტის შტატის ერთ-ერთი უნივერსიტეტის კამპუსში სტუდენტებთან შეხვედრისას ცეცხლსასროლი იარაღიდან ყელის არეში დაჭრეს. რამდენიმე საათში ის საავადმყოფოში გარდაიცვალა. მის მკვლელობაში ეჭვმიტანილი 22 წლის ტაილერ რობინსონი თავდასხმიდან 33 საათის შემდეგ დააკავეს.