არინზე რიჩარდ ოგბუნუჯუ - საქართველო არის კავკასიის გული და მინდა, ნამდვილი კავკასია გაიცნოს მთელმა მსოფლიომ

საქართველო არის კავკასიის გული და მინდა, ნამდვილი კავკასია გაიცნოს მთელმა მსოფლიომ, – ამის შესახებ „ჩვენი გაერთიანებული საქართველოს“ მერობის კანდიდატმა, არინზე რიჩარდ ოგბუნუჯუმ საქართველოს პირველი არხის ეთერში გადაცემაში „დებატები 2021“ სტუმრობისას განაცხადა.

როგორც არინზე რიჩარდ ოგბუნუჯუმ განაცხადა, საქართველო უზარმაზარი ტრადიციების ქვეყანაა.

„საქართველო არის ისტორია, უზარმაზარი ტრადიციების ქვეყანა და ფენომენია კავკასიაში, განსაკუთრებულია. საქართველო არის ბრილიანტი. უბრალოდ მინდა, ქვეყანა გაიცნოს მსოფლიოში, რადგან ნებისმიერ თეთრკანიან ადამიანს რომ კითხო ამერიკაში, ევროპაში, გეუბნებიან, კავკასიის ფესვი აქვსო, მაგრამ საქართველო არის კავკასიის გული, მინდა, ნამდვილი კავკასია გაიცნოს მთელმა მსოფლიომ“, – განაცხადა არინზე რიჩარდ ოგბუნუჯუმ.

საქართველოს პირველ არხზე დებატები იმართება დედაქალაქის მერობის ყველა კანდიდატს შორის: თამარ კეკენაძე – „მესამე ძალა – სტრატეგია აღმაშენებელი“ #1;​ გიორგი ლომია – „დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი – საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ #8; ანა ბიბილაშვილი – „ლელო“ #9; მიხეილ ქუმსიშვილი – „შალვა ნათელაშვილი – საქართველოს ლეიბორისტული პარტია“ #10; გიორგი ქუთათელაძე – „საქართველო“ #13; თეიმურაზ ბობოხიძე – „მამული“ #15; გიორგი ლაღიძე – „გიორგი ლაღიძე – მომავალი საქართველო“ #20; არინზე რიჩარდ ოგბუნუჯუ – „ჩვენი გაერთიანებული საქართველო“ #23; გიორგი გახარია – „გახარია – საქართველოსთვის“ #25; ქეთევან ნაკაშიძე – „მამუკა ტუსკაძე – სოციალური სამართლიანობისათვის“ #29; ევგენი ღვინიაშვილი – „მშრომელთა სოციალისტური პარტია“ #30; ზაზა ხატიაშვილი – „თავისუფალი საქართველო (ზაზა ხატიაშვილი, კახა კუკავა, გრიგოლ ჯოჯუა)“ #37; კახა კალაძე – „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ #41; ანა დოლიძე – „ანა დოლიძე – ხალხისთვის“ #48; გიორგი გაჩეჩილაძე – „გაჩეჩილაძე – მწვანეთა პარტია“ #50. ამასთან, დებატებში მონაწილეობდა ნიკანორ მელია – „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ #5, რომელმაც მისასალმებელი სიტყვის შემდეგ დებატები დატოვა.